ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://iliauni.edu.ge/en/

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვლევაზე ორიენტირებული წამყვანი უმაღლესი საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, 2006 წელს ხანგრძლივი და განსხვავებული ისტორიის მქონე ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. მისი ფაკულტეტები მსურველებს სოციალური, ჰუმანიტარული, სიცოცხლის, დედამიწის შემსწავლელი და ზუსტ მეცნიერებათა დარგებში მაღალი დონის სწავლებასა და სიღრმისეული კვლევების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს. სწავლება, განსაკუთრებით სადოქტორო საფეხურზე, მჭიდროდ არის ინტეგრირებული სამეცნიერო კვლევებთან. ილიაუნი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ფართო სპექტრის საკითხებზე მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი პროგრამების შემუშავებას, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაუმჯობესებასა და წამყვან უნივერსიტეტებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას.

ილიაუნი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მაღალი ხარისხის კვლევების მხარდაჭერით მან შექმნა ანტრეპრენიორული ეკოსისტემა, რომელიც გავლენას ახდენს მისი აკადემიური, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის, სტუდენტებისა და მკვლევრების მსოფლმხედველობაზე. უნივერსიტეტში ტარდება ანტრეპრენიორობის შესახებ საცდელი კურსები და ტრენინგები, ხორციელდება სამენტორო პროგრამები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. შემუშავდა და მდგრად კომერციულ პროდუქტად/მომსახურებად გარდაიქმნა არაერთი სტარტაპიდეა. 2016 წლიდან ილიაუნი გლობალურ ანტრეპრენიორულ ქსელშია (GEN) გაწევრიანებული. მისი ორგანიზატორობით მოეწყო გლობალური ანტრეპრენიორული კვირა (Global Entrepreneurship Week), რომელშიც სხვადასხვა სპიკერი, მენტორი და ანტერპრენიორი მონაწილეობდა; ასევე გაიმართა თემატური ღონისძიებები, ვორკშოპები, სემინარები, საჯარო ლექციები, კონკურსები და კრეათონები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ანტრეპრენიორთა მოტივაციის ზრდას, მათ ერთმანეთთან დაკავშირებასა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას ემსახურება. ილიაუნი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც კურსდამთავრებულთა მულტიდისციპლინური ანტრეპრენიორული ქსელი შექმნა და მისი საშუალებით ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის სარგებელს სთავაზობს (მენტორობა, კონსულტაცია, ღონისძიებები და პლატფორმები ცოდნის/გამოცდილების გაზიარების მიზნით). 

პროექტის დირექტორი
ნინო პატარაია
nino.pataraia@iliauni.edu.ge

ნინო პატარაიას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი მენეჯმენტის დარგში (გლაზგოს უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო) და მაგისტრის ხარისხი ევროპის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (ავეიროს უნივერსიტეტი/პორტუგალია, ოსლოს უნივერსიტეტი/ნორვეგია და ტამპერეს უნივერსიტეტი/ფინეთი). 

სხვადასხვა წელს მუშაობდა საჯარო/კერძო უნივერსიტეტებში (მასწავლებლად, სტუდენტების მრჩევლად, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში/კარიერული განვითარების ცენტრში) და British Petroleum-ში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის/ გაზსადენის პროექტები). 

ნინოს სწავლების, კვლევისა და სტუდენტთა კონსულტირების დარგში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 

2015-2017 წლებში ნინო პატარაია იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი. ამჟამად მას ბიზნესის კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობობა უკავია. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, მიღებული აქვს გრანტები სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი პროექტისთვის და რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამის ფინალისტია. მის ძირითად კვლევით ინტერესს წარმოადგენს: ქსელური/ღია ინოვაცია, ორგანიზაციული განვითარება, პროფესიული განვითარება, სოციალური ქსელები, პროფესიული სწავლება; ადამიანური რესურსების მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა, უმაღლესი განათლება.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შედეგად მიღებული აქვს გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ქსელური ინოვაციები, სწავლა ქსელების საშუალებით, ანტერპრენიორ კურსდამთავრებულთა ქსელი. მისი სწავლების/კვლევითი ინტერესები და გამოცდილება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი, ადამიანური რესურსების მართვა, ანტრეპრენიორობა და სოციალური ქსელების ანალიზი. 

პროექტის კოორდინატორი
ნინო თანდილაშვილი
nino.tandilashvili@iliauni.edu.ge

ნინო თანდილაშვილმა სადოქტორო დისერტაცია პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში (University Paris Nanterre) დაიცვა მართვის დარგში. მის სადოქტორო ნაშრომში განხილულია უმაღლესი განათლების სისტემაში მართვის რეფორმების ზეგავლენა უმაღლესი განათლების ინსტიტუტების იდენტობაზე. ნინო ასევე არის პარიზის დოფინის უნივერსიტეტის მაგისტრი მართვის მიმართულებით და ჰოლანდიის ბიზნესსკოლის Hogeschool Zeeland ბიზნესის ადმინისტრირებისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის ბაკალავრი. 
ნინო თანდილაშვილს კერძო სექტორსა და აკადემიურ სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. 2007-2013 წლებში იყო საერთაშორისო პროექტის მენეჯერი კომპანიაში Bureau Veritas (საფრანგეთი), რომელშიც ის მსოფლიოს დაახლოებით 30 შვილობილ კომპანიაში შერწყმისა და გაერთიანების პროექტებს წარმართავდა. 2015 წელს
კომპანიის MCG Conseil (საფრანგეთი) კონსულტანტი ბიზნესის რეორგანიზაციისა და ტრეინინგის პროექტების მიმართულებით. 2014-2017 წლებში კი პარიზის ნანტერის უნივერსიტეტისა და ბიზნესსკოლის INSEEC (საფრანგეთი) პროფესორი. 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ხარისხის გარეშე განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Management Decision რეცენზენტი. 

რეგისტრაციასთან, მგზავრობასა და დაბინავებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში ელფოსტით დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე:
horizon2020@iliauni.edu.ge