კონფერენცია
2019 წლის 26-28 ივნისს დისციპლინათშორისი ვორკშოფი დაინტერესებულ პარტნიორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო) ეპატიჟება სამდღიან ღონისძიებაზე, რომლითაც დასრულდება Horizon 2020 პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინოვაციური ტრენინგის ქსელის (Innovative Training Network) დაფუძნების მოსამზადებელი ფაზა. განიხილება ფტალატების შესახებ არსებული უახლესი კვლვები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის აკადემიური წრეების, სამრეწველო დარგის, სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც ფტალატების ბიოქიმიის, ფიზიკის, ელექტროინჟინერიის, სურსათმცოდნეობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარების, ბიზნესისა და საჯარო პოლიტიკის პერსპექტივების განხილვით არიან დაინტერესებული. ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტებში მოცემული უახლესი აღმოჩენების განხილვა.
დისკუსიის შედეგები გამოყენებული იქნება Horizon 2020 სამუშაო პროგრამის 2018-2020 ფარგლებში დაგეგმილი მარი სკლოდოვსკა-კიურის ღონისძიებებისთვის: MARIE SKŁODOWSKA-CURIE INNOVATIVE TRAINING NETWORKS-H2020-MSCA-ITN-2020 (http://ec.europa.eu/research/participants/data/ref/h2020/wp/2018-2020/main/h2020-wp1820-msca_en.pdf).
ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ქვეყნის უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს. თანამონაწილე ინსტიტუტების წარმომადგენლები წარმოადგენენ ფტალატების შესახებ სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში მომზადებულ მოკლე მოხსენებებს, რომლებიც გამოქვეყნდება ვებგვერდზე. სხვა მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინონ წერილობითი და/ან ზეპირი ფორმით ან მონაწილეობა მიიღონ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიებში.
ღონისძიება (პროექტი NH2020-II-18-093) ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.