ნინო პატარაია

ნინო პატარაია

ნინო პატარაიას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (ავეიროს უნივერსიტეტი/პორტუგალია, ოსლოს უნივერსიტეტი/ნორვეგია და ტამპერეს უნივერსიტეტი/ფინეთი). მისი სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნებოდა ევროპის სტანდარტებისა და გაიდლაინების (ESG – European Standards and Guidelines) და უმაღლესი განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფაში სტუდენტების მონაწილეობის საკითხებს. ნინომ დოქტორის ხარისხი (PhD) მოიპოვა გლაზგოს უნივერსიტეტში (გაერიანებული სამეფო). მისი სადისერტაციო კვლევა ეხებოდა ქსელების როლს ინოვაციასა და ცვლილებაში. ნინოს აქვს საჯარო/კერძო უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილება (სწავლება, სტუდენტების კონსულტირება, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/კარიერული განვითარების ცენტრი). იგი ასევე მუშაობდა კომპანიაში British Petroleum (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის/გაზსადენის პროექტები).