ელენე ჟურავლიოვა

ელენე ჟურავლიოვა

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის (ნეიროქიმიის) მიმართულებით. 2005 წლიდან მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, 2008 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად ბიოქიმიის დარგში. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნერვული ქსოვილის სასიგნალო სისტემები, ბიოენერგეტიკა და მათზე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ეფექტი. კვლევას აწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში.